ENG


მკვლევართა სამეცნიერო სტაჟირების დაფინანსების კონკურსი

11 / 05 / 2018

 
საქართველოს მეცნიერთა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) კონკურსებში წარმატებული მონაწილეობისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აანონსებს ახალ საგრანტო სქემას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერებს და გამორჩეულ მკვლევრებს გაიარონ სამეცნიერო - კვლევითი სტაჟირება ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ დაფინანსებული პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან.   
წარმატებული განმცხადებლები იქნებიან ის გამორჩეული მკვლევრები, რომლებიც სამეცნიერო მოღვაწეობას ახორციელებენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (სახელმწიფო და კერძო კვლევით უნივერსიტეტებში),  ინტეგრირებულ  სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და დამოუკიდებელ კვლევით ცენტრებში. განმცხადებელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საქართველოს რეზიდენტი მეცნიერი და თავისუფლად ფლობდეს  ინგლისურ ენას (ან მასპინძელი ქვეყნის, ERC გრანტის მიმღები მეცნიერის მშობლიურ ენას).  კონკურსის გამოცხადების თარიღისთვის განმცხადებელის მიერ დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მიღებიდან გასული უნდა იყოს არაუმეტეს 12 წლისა. 
კონკურსი ღიაა ყველა სამეცნიერო მიმართულებაში მოღვაწე მეცნიერთათვის
იხ. კლასიფიკატორი OECD/EUROSTAT 1-7).
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ კონკურსის კონცეფცია.
კონკურსის ადმინისტრირების სავარაუდო გრაფიკი:
  • გამოცხადება: აგვისტო 2018 (დაზუსტდება მოგვიანებით, შესაძლოა შეიცვალოს).
  • განაცხადების მიღება ღია იქნება მთელი წლის განმავლობაში.
  • პირველი ციკლის განაცხადების მიღების ბოლო ვადა: ოქტომბერი-ნოემბერი 2018 (დაზუსტდება მოგვიანებით)
  • პირველი ციკლის განაცხადების შეფასების სავარაუდო პერიოდი და შედეგების გამოცხადება: დეკემბერი
  • საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება და სტაჟირების დაწყება: 2019 წლის პირველი, მეორე კვარტალი. 
კონკურსის გამოცხადებისას დაიდება დეტალური მარეგულირებელი დოკუმენტი (დებულება) და განაცხადების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია. განაცხადები წარდგენილი უნდა იყოს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:
მარიამ ქებურია (mkeburia@rustaveli.org.ge) ERC NCP.шаблоны для dle 11.2