ENG

ერასმუს+ სტუდენტთა მობილობის შერჩევის კრიტერიუმები:
ერასმუს+ სტუდენტთა მობილობის  შერჩევის  კრიტერიუმები:

I ეტაპი: თსს აკადემია მოიძიებს  ევროკავშირის ქვეყნის  სახელოვნებო უნივერსიტეტებს შემდგომი თანამშრომლობისთვის  ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში
I I  ეტაპი: თსს აკადემია აფორმებს ხელშეკრულებას  ევროკავშირის ქვეყნის  სახელოვნებო უნივერსიტეტთან  
I I I  ეტაპი: ევროკავშირის ქვეყნის  სახელოვნებო უნივერსიტეტი ირჩევს თსს აკადემიის  რომელიმე ფაკულტეტს თანამშრომლობისათვის ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, და წარადგენს აპლიკაციას ერასმუს გრანტის მოსაპოვებლად  
IV  ეტაპი: ევროკავშირის ქვეყნის  სახელოვნებო უნივერსიტეტის მიერ მოპოვებული გრანტის შეტყობინების შემდეგ,  თსსა-ს  მოცემული ფაკულტეტი ატარებს  სტუდენტთა შერჩევას  GPA-ს მაღალი მაჩვენებლის და პორტფოლიოების მიხედვით.
V  ეტაპი: თსსა საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება აგზავნის ნომინანტების პორტფოლიოებს ევროკავშირის ქვეყნის  სახელოვნებო უნივერსიტეტში.
V I  ეტაპი: პორტფოლიოს მიხედვით სტუდენტის საბოლოო შერჩევის  გადაწყვეტილებას იღებს  ევროკავშირის ქვეყნის  სახელოვნებო უნივერსიტეტი.
V I I  ეტაპი: ევროკავშირის ქვეყნის  სახელოვნებო უნივერსიტეტში სწავლის მოსამზადებელი ეტაპი -  თსსა საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება ამზადებს შერჩეული სტუდენტის დოკუმენტაციას, უწევს სტუდენტს კონსულტაციას, ა.შ.шаблоны для dle 11.2