19 მაისს, 18:00 საათზე „გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმში“ გაიმართება გამოფენა „დეკორატიული ტექსტილი და კერამიკა“.
„დეკორატიული ტექსტილის და კერამიკის“ გამოფენით თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, „გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმი“ უშუალო მონაწილე ხდება ისეთი მნიშვნელოვანი აქციისა როგორიცაა "ღამე მუზეუმში".
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში, 19 მაისს, აქცია - „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი, დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს.
шаблоны для dle 11.2