|
სალექციო თემატიკა: 1.სიტუაცია რუსულ ხელოვნებაში 1980-1990-იან წლებში: მხატვრული ენის განვითარების თავისებურებები გარდაქმნისა (ე.წ. „პერესტროიკა“) და პოსტ-გარდაქმნის (ე.წ.„პოსტპერესტროიკა“) პერიოდში. (17 მაისი, 14:00 სთ., 306-ე დარბაზი) 2.ვიდეო ხელოვნებისა და მედიახელოვნების ისტორია. დასავლეთევროპული კონტექსტი. ვიდეო არტისა და მედიახელოვნების გენეზისი რუსულ ხელოვნებაში (18 მაისი, 14:00 სთ., 306-ე დარბაზი) 3.პოსტკონცეფტუალური ხელოვნება და ახალი მხატვრული პრაქტიკები თანამედროვე რუსულ ხელოვნებაში. (19 მაისი, 12:00 სთ., 306-ე დარბაზი) ვალერია ბერესტის შესახებ: ვალერია ბერესტი გახლავთ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, წარმოადგენს თანამედროვე ხელოვნების ეროვნულ ცენტრს (მკვლევარი, კოორდინატორი, ლექტორი) და ხელოვნების ისტორიკოსთა ასოციაციას (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი). ძირითადი პუბლიკაციები: 1.იდენტობის ძიება პოსტმოდერნიზმში. 2010 2.თანამედროვე ხელოვნების მუზეუმების ძირითადი ორგანიზაციული ფორმები საფრანგეთში: ფრანგული გამოცდილება რუსული რეალობის საპირწონედ. 2012 3.არტისტული სივრცეები როგორც ახალი/ძველი სტრატეგია საგამოფენო სივრცეების განვითარებისთვის. 2013 4.არტისტული რეზიდენციების პროგრამები: კერძოდ და ზოგადად. 2014 5.კონცეფტუალური ხელოვნების ნაწარმოები, როგორც პოლიკოდური ტექსტი. 2016 6.ხელოვნების სამყაროს მდგრადი პრაქტიკები:ხელოვნების ინსტიტუციონალური თეორიის ჩარცოებში სტიქიურობის როლის გააზრება. 2017. 7.ღამის იკონოგრაფია პოლ ვერლენის „ღამის პეიზაჟებში“ 2017. ვალერია ბერესტის ძირითადი სალექციო კურსები: 1.კულტურის კვლევები 2.ვიზუალური ხელოვნების თეორია და ისტორია: თანამედროვე ხელოვნების ფუნდამენტი 3.კურატორული კვლევები ვიზუალურ ხელოვნებაში 4. კულტურის ინსტიტუციები და ახალი შემოქმედებითი პლატფორმები 5.თანამედროვე ფოტოგრაფიის ლაბორატორია 6.ხელოვნების ნაწარმოების ატრიბუცია და ექსპერტიზა 7.რუსული ხელოვნება 1990-იანი წლებიდან დღემდე 8.ჟურნალისტიკა ხელოვნებისა და კულტურის სფეროში 9.თემზე დაფუძნებული სახელოვნებო პრაქტიკები შემოქმედებით ქალაქში |