|
2018 წლის 28-29 და 30 მაისს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის ორგანიზებით გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში ტარდება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის ფარგლებში ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგენილი იქნება თსს აკადემიის მაგისტრის მარიამ მიქაძის წიგნი „თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება და საზოგადოება“, რომელიც გამოიცა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერი ფონდის მხარდაჭერით მაგისტრანტთა კვლევითი გრანტის ფარგლებში. იხილეთ პროგრამა |