ENG


სტუდენტური გამოფენა ქალაქ რიზეში (თურქეთი)

28 / 05 / 2018

 
2018 წლის 18 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ჯგუფი, რომელის შემადგენლობაში იყნენ: მარიამ ბოლქვაძე, ნინო მაჭარაშვილი, კახი ფაჩოშვილი, თათია თეთრუაშვილი, ნინო ძიძიკაშვილი, ლუკა გუგუშვილი, ნიკა ანთელავა, მარიამ ძიძიკაშვილი, ანასტასია კვანჭახაძე, ჯგუფის ხელმძღვანელი (ორგანიზატორი) სამხატვრო აკადემიის ტექსტილის დიზაინის პედაგოგი მანანა ძიძიკაშვილი, თარჯიმანი, ორგანიზატორი - ნონა მიქელაძე, ორგანიზატორი - ირინა მიქელაძე, რიზეს მთავრობის მიერ ოფიციალურად იყვნენ მიწვეული თურქეთის ქალაქ რიზეში, სპორტის, კულტურისა და ხელოვნების ფესტივალზე,(ახალგაზრდული კვირეული). ქართველმა და თურქმა სტუდენტებმა ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზში მოაწყეს ერთობლივი გამოფენა სახელწოდებით ,,ხელოვნებას საზღვრები არა აქვს“. გამოფენას ესწრებოდა სხვადასხვა დარგისა და სპეციალობის უამრავი ადამიანი, ქალაქის ხემძღვანელობა: გუბერნატორი, ქალაქის მერი, სპორტის და ხელოვნების საგანმანათლებლო ცენტრის უფროსი, საქართველოს კონსული, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. რიზეს გუბერნატორმა სტუდენტებს მიულოცა გამოფენის გახსნა, სერთიფიკატები გადასცა და სამომავლოდ დიდი წარმატება უსურვა. ქართველ სტუდენტთა გამოფენამ საზოგადოების იტერესი და დიდი მოწონება დაიმსახურა.шаблоны для dle 11.2