|
აბიტურენტთა სიები საგამოცდოო დღეების მიხედვით: 11.06.2018 / 12.06.2018 და 13.06.2018 სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 2018 წლის აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსის დებულება. გთხოვთ გაითვალისწინოთ - არ დაიშვებიან გამოცდაზე ის აბიტურიენტები, ვინც არ გადაიხადა/გადაიხდის შემოქმედებითი ტურის საფასურს - (20 ლარი). • თანხის გადახდა უნდა მოხდეს შემდეგ რეკვიზიტებზე: სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია: მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში ბანკის კოდი - TRESGE22 მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 708917289 11, 12 და 13 ივნისს შემოქმედებითი კონკურისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყება 9 საათზე, კონკურსი დაწყების დრო - 10:00 საათი მისამართი - ზუბალაშვილების ქუჩა 47 თსსა საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად აბიტურიენტი ვალდებულია წარადგინოს: • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ასლი. გამოცდაზე აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს: • ფანქარი; • საშლელი; • სახატავი დაფა 70X50 სმ, დაზიანებების გარეშე, რათა არ გამოიწვიოს სახატავი ფორმატის დეფორმირება/დაზიანება; • ჭიკარტები • პირადი ნივთები და დოკუმენტები მოთავსებული უნდა იყოს გამჭვირვალე პაკეტში სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 2018 წლის აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსის დებულება. |