|
კონკურსის აბრევიატურა FR კონკურსის მიზანი ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს. კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში. საპროექტო განაცხადი ტიპი ინსტიტუციური კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი 2018 წლის 20 ივნისი – კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით; 2018 წლის 29 ივნისი, 6 ივლისი, 13 ივლისი – ჯგუფური კონსულტაციები; 2018 წლის 16 ივლისი – შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა; 2018 წლის 27 ივნისიდან 25 ივლისის 16:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია; 2018 წლის 27 ივლისის 16:00 საათი – ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა; 2018 წლის ივლისი-აგვისტო – რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; 2018 წლის აგვისტო – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ; 2018 წლის აგვისტო-დეკემბერი - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ; 2019 წლის იანვარი – დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან ან/და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით პროექტების რანჟირებული სიების შედგენა და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა; 2019 წლის იანვარი – დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება; 2019 წლის იანვარი – საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეგიძლიათ დაეწროთ ფონდში დაგეგმილ საკონსულტაციო შეხვედრებს, ასევე მიმართოთ თსს აკადემიის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის. საკონტაქტო პირი: ქეთევან ცეცხლაძე ; ელ-ფოსტა: ketevan.tsetskhladze@art.edu.ge ტელ: 2 93 68 80 |