|
20 ივნისს, 16 საათზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 306-ე აუდიტორიაში ჩატარდა ლიცენზირებული ონლაინ ბიბლიოთეკის პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს დარგების ფართო სპექტრს. პრეზენტაცია ჩაატარა კონსორციუმის ელექტრონული რესურსების ლიცენზიების კოორდინატორმა საქართველოში მარიკა ჟორჟოლიანმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო ელ.ბიბლიოთეკის მოხმარების წესები.
|