|
სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი არქიტექტორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: - არქიტექტურულ კომპანიასთან კომუნიკაცია, ინფორმაციის შეგროვება მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. - მიწების შერჩევაში აქტიური მონაწილეობა,როგორც თბილისის, ისე რეგიონების მასშტაბით. - ნებართვების მოპოვებასთან დაკავშირებული ინფორმაციების შეგროვება, საკითხების გარკვევა. - სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართულობა. - ყველა ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვებამდე აქტიური ჩართულობა. - ყველა დავალების შესრულება, რომელიც კავშირშია პროექტის განხორციელებასთან. - სამშენებლო პროექტების მიმდინარეობის მუდმივი მონიტორინგი; ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი ტექნიკური განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი(სამშენებლო, საინჟინრო, არქიტექტურა); - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - ArchiCAD, AutoCAD, Photoshop პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; - ინგლისურიენის ცოდნა; გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@aldagi.geდა სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - უმცროსი არქიტექტორი. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 1 ივლისი, 2018 წელი. |