თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის, ბატონი გიორგი გუგუშვილის ინიციატივითა და პატრონაჟით, თსს აკადემიას ოთხთვიანი სასწავლო კურსით ეწვია ბატონი პეტერ მოენიგი, გერმანელი არტისტი, ფლუქსუსის წარმომადგენელი, იოზეფ ბოისის მოწაფე და გერმანული სახელმწიფო ფონდის “პ.მოენიგის სახელობის ფონდი” დამფუძნებელი.
22 ივლისს შედგა სტუდენტური გამოფენა "დაფარული იდეოლოგიები", რომელიც თსს აკადემიაში პეტერ მოენიგის კლასის "სამგანზომილებიანი კომუნიკაცია" შემაჯამებელ გამოფენას წარმოადგენდა. გამოფენის მონაწილეებმა ინტერაქტიული ხელოვნების, ვიდე ხელოვნების, ინსტალაციის, ფერწერისა და შერეული მედიების მეშვეობით წარმოაჩინეს სივრცეში გაფანტული იდეოლოგიური იმპერატივები ან პირიქით, გაათავისუფლეს სივრცე მათგან. მათი მიზანი არ იყო უკეთესი ხელოვნების შექმნა, მათი მიზანი თავისუფალი და ფხიზელი სოციუმის ფორმირებაში და მისი ყველა შესაძლო შემოქმედებითი პროცესის კომპლექსურობის გამოვლენაში მდგომარეობდა. "გშია გემო რომელიც თამაშობს, სურნელის ტრიალით სიტყვებით ძალადობს, ხმაური სივრცის შენიღბე ფიცით, ადექი! დაჯექი! იარე მარცხნივ! დალიე! დალიე! გაერთე ჩუმად, ეს რა გაცვია ჰუგო ბოსები? ჭამე! ჭამე! და იარე მარჯვნივ! იყო არ იყო სიტყვის ლოგოსი. ეძებე ყველგან იდეოლოგი. სითეთრეში დამალული საჩუქარი გახსენი და აყევი თამაშს, ჭამე დალიე ეძებე ყველგან !" თსს აკადემიაში კურსის ჩატარება შესაძლებელი გახდა შემდეგი ორგანიზაციების მხარდაჭერით, რისთვისაც მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მათ: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება, პეტერ მოენიგის სახელობის ფონდის, სენიორ ექსპერთა მხარდაჭერის გერმანული პროგრამა.
шаблоны для dle 11.2