ENG


განცხადება რექტორის და ფაკულტეტების დეკანების არჩევნებთან დაკავშირებით

21 / 08 / 2018

 
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს რექტორის თანამდებობის დასაკავებლად 4 წლის ვადით.

რექტორის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც უკავია პროფესორის აკადემიური თანამდებობა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომლის მიმართულებაც შეესაბამება აკადემიასა და მის ფაკულტეტებზე არსებულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს.

კანდიდატებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარმოადგინონ: ავტობიოგრაფია; CV; განათლების ან/და სამეცნიერო წოდების დამადასტურებელი დოკუმენტების დამოწმებული ასლები; ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან იმის თაობაზე, რომ კანდიდატს უკავია პროფესორის აკადემიური თანამდებობა; 4-წლიანი სტრატეგიული განვითარების კონცეფცია და სამოქმედო გეგმა; ასევე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც კანდიდატი საჭიროდ ჩათვლის;

კანდიდატებს რეგისტრაცია და დალუქული განაცხადების მიღება იწარმოებს თსსა კანცელარიაში, 2018 წლის 22 სექტემბრიდან 24 სექტემბრის 18:00 საათამდე. აკადემიური საბჭოს პირველი საკონკურსო სხდომა გაიმართება 2018 წლის 25 სექტემბერს, რომელზეც გაიხსნება პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი დალუქული განაცხადები. იმ პრეტენდენტთა სტრატეგიული განვითარების კონცეფცია და სამოქმედო გეგმა, რომლებიც აკმაყოფილებენ კონკურსისათვის დადგენილ მოთხოვნებს, მსჯელობისა და შეფასების მიზნით გამოქვეყნდება თსსა-ს ვებგვერდზე. ფარული კენჭისყრა გაიმართება 2018 წლის 4 ოქტომბერს.


სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის საბჭო აცხადებს კონკურსს ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად 4 წლის ვადით. დეკანის თანამდებობის დაკავება შეუძლია ფაკულტეტის პროფესორს და ასოცირებულ პროფესორს. კანდიდატებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარმოადგინონ: ავტობიოგრაფია; CV; განათლების ან/და სამეცნიერო წოდების დამადასტურებელი დოკუმენტების დამოწმებული ასლები; 4-წლიანი ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია; ასევე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც კანდიდატი საჭიროდ ჩათვლის;

სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის საბჭო აცხადებს კონკურსს ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად 4 წლის ვადით. დეკანის თანამდებობის დაკავება შეუძლია ფაკულტეტის პროფესორს და ასოცირებულ პროფესორს. კანდიდატებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარმოადგინონ: ავტობიოგრაფია; CV; განათლების ან/და სამეცნიერო წოდების დამადასტურებელი დოკუმენტების დამოწმებული ასლები; 4-წლიანი ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია; ასევე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც კანდიდატი საჭიროდ ჩათვლის;

სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტის საბჭო აცხადებს კონკურსს ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად 4 წლის ვადით. დეკანის თანამდებობის დაკავება შეუძლია ფაკულტეტის პროფესორს და ასოცირებულ პროფესორს. კანდიდატებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარმოადგინონ: ავტობიოგრაფია; CV; განათლების ან/და სამეცნიერო წოდების დამადასტურებელი დოკუმენტების დამოწმებული ასლები; 4-წლიანი ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია; ასევე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც კანდიდატი საჭიროდ ჩათვლის;

სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის საბჭო აცხადებს კონკურსს ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად 4 წლის ვადით. დეკანის თანამდებობის დაკავება შეუძლია ფაკულტეტის პროფესორს და ასოცირებულ პროფესორს. კანდიდატებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარმოადგინონ: ავტობიოგრაფია; CV; განათლების ან/და სამეცნიერო წოდების დამადასტურებელი დოკუმენტების დამოწმებული ასლები; 4-წლიანი ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია; ასევე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც კანდიდატი საჭიროდ ჩათვლის;

სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის საბჭო აცხადებს კონკურსს ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად 4 წლის ვადით. დეკანის თანამდებობის დაკავება შეუძლია ფაკულტეტის პროფესორს და ასოცირებულ პროფესორს. კანდიდატებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარმოადგინონ: ავტობიოგრაფია; CV; განათლების ან/და სამეცნიერო წოდების დამადასტურებელი დოკუმენტების დამოწმებული ასლები; 4-წლიანი ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია; ასევე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც კანდიდატი საჭიროდ ჩათვლის;

ფაკულტეტების დეკანის კანდიდატთა რეგისტრაცია და დალუქული განაცხადების მიღება  იწარმოებს თსსა კანცელარიაში, 2018 წლის 22 სექტემბრიდან 30 სექტემბრის 18:00 საათამდე. ფარული კენჭისყრა გაიმართება 2018 წლის 2 ოქტომბერს.шаблоны для dle 11.2