|
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში საბაკალავრო საფეხურზე აბიტურიენტების რეგისტრაცია შესაძლებელია 2018 წლის 11 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ/კვირის გარდა) სთ: 10:00 - 14:30 შემდეგ მისამართებზე: ქ. თბილი ზუბალაშვილის ქ. 47 რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი: ● პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი; ● სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი (ორიგინალი). უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი; ● სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის). ● გადახდის ქვითარი (სრული თანხის 50% - 1125 ლარი) ● 1 ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელ.ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD). სასწავლო პროცესი პირველკურსელთათვის დაიწყება 2018 წლის 1 ოქტომბერს. პირველკურსელთა სიები შიდა დაფინანსებით გამოქვეყნდება ორშაბათს 10 სექტემბერს |