ENG


უნიკალური ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნის" პრეზენტაცია

25 / 09 / 2018

 
24 სექტემბერს, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში მოეწყო უნიკალური ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნის" პრეზენტაცია. ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნის" უნიკალური სამუზეუმო ეგზემპლარი შეიქმნა 2017-2018 წელს, თბილისსა და პარიზში, მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფის მიერ. ჭედური ყდის ავტორია თანამედროვეობის უდიდესი სკულპტორი, ხელოვნების დარგში უმაღლესი ჯილდოს- ხელოვნების და ლიტერატურის ორდენის კავალერი, საფრანგეთის რაინდის ორდენის კავალერი, "ხელოვნების მეტრად" აღიარებული გუჯი ამაშუკელი. ორიგინალური მხატვრობა ეკუთვნის წიგნის ცნობილ მხატვრებს სოფიო კინწურაშვილს, თამაზ ვარვარიძეს. კალიგრაფები: დავით მაისურაძე, გიორგი სისაური, ნინო იკაშვილი, ანა გოქაძე და ლევან ცხვირავაშვილი 25 სექტემბერს "ვეფხისტყაოსნის" უნიკალური ეგზემპლარი აშშ-ში, ქ. ნიუ-იორკში გაიგზავნება, სადაც ის განთავსდება გაერო-ს არტ კოლექციაში, როგორც ქართული კულტურის უნიკალური ნიმუში.шаблоны для dle 11.2