ENG


პროექტი ბელგრადის ხელოვნების უნივერსიტეტთან.

17 / 10 / 2018

 
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2018 წლის 1-8 ნოემბერს ახორციელებს პროექტს ბელგრადის ხელოვნების უნივერსიტეტთან. პროექტი ემყარება სასწავლო ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც 2016 წლის 26 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და ბელგრადის ხელოვნების უნივერსიტეტებს შორის გაფორმდა. 
ხელშეკრულების მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, პროექტს ორი მიმართულება გააჩნია.
პირველი მიმართულება: თანამშრომლობა სტუდენტების გაცვლითი სასწავლო პროგრამების მიმართულებით - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის 6 სტუდენტის მობილობა-პრაქტიკა ბელგრადის ხელოვნების უნივერსიტეტში და მათი ხელმძღვანლი პედაგოგების ვორქშოფები. 
მონაწილეები:
1. გურანდა ხოსრუაშვილი - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ქანდაკების მიმართულების საბაკალავრო პროგრამის IV კურსის სტუდენტი, 
2. გულოვანი ხორავა - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ქანდაკების მიმართულების საბაკალავრო პროგრამის III კურსის სტუდენტი, 
3. ზურაბ ხატიაშვილი - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის გრაფიკის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის IV კურსის სტუდენტი, 
4. თამარ ელაშვილი - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის გრაფიკის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის III კურსის სტუდენტი, 
5. ანა ნინაშვილი - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის III კურსის სტუდენტი, 
6. ანა ზაქარიაშვილი - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის III კურსის სტუდენტი, 
7. ვახტანგ მეგრელიშვილი - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის გრაფიკის მიმართულების პროფესორი, 
8. ლიზა ეპიტაშვილი - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ქანდაკების მიმართულების პედაგოგი.
მეორე მიმართულება: სტუდენტური გამოფენა „ნაბიჯი სტრუქტურაში“. კურატორი: ალექსანდრა გაბუნია
ჩვენ გვინდა წარმოვადგინოთ ფრაგმენტულად ერთი ისტორია. ეს არის მცდელობა შეაღწიო ამ ისტორიის უხილავ სივრცეში, სადაც ინდივიდუალიზმი მთავარი რეალობაა და ფაქტურები ცვლის მის სტრუქტურას და შინაგან აგებულებას. ბრტყელი, ნათელი, მუქი, მყარი თუ მტვრევადი მასალა გვაძლევს საშუალებას ვიმუშაოთ განსხვავებულ ფორმატში და გავხადოთ სტრუქტურა მოძრავი. „ნაბიჯი სტრუქტურაში“ ეს არის მთავარი ხაზი ჩვენი გამოფენის.
გამოფენის გახსნა 2016 წლის 5 ნოემბერს 7 საათზე.шаблоны для dle 11.2