2018 წლის 18 ოქტომბერს ლანდშაფტის არქიტექტურის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე გაიმართა V საერთაშორისო ფორუმი თემაზე: ბუნებრივი ლანდშაფტები ურბანულ გარემოში. ორგანიზატორები: ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ნოდარ ამაშუკელი, არქიტექტორი თინათინ ხიმშიაშვილი სლოგანი: „ლანდშაფტის არქიტექტურა მდგრადი მომავალი“ მონაწილეთა ქართულ მხარეს წარმოადგენდა: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი საქართველოს ლანდშაფტური არქიტექტურის ასოციაცია საქართველოს არქიტექტორთა კავშირი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჰორიზონტი 20-20 კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ასევე უცხოელმა სტუმრებმა: რუსეთის ფედერაცია - სანკტ პეტერბურგის გენერალური გეგმის კვლევის ცენტრი ლიტვა, ვილნიუსი- ქალაქის გამწვანება უკრაინა -landscaping ფორუმის ფარგლებში შედგა დიალოგი, როგორც მონაწილე, ასევე დამსწრე არქიტექტორთა შორის.
шаблоны для dle 11.2