ENG


მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი

22 / 10 / 2018

 
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას
მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსის შესახებ


მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.

სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური ჩაატარებს კონსულტაციას თსს აკადემიის მაგისტრანტებისათვის 26 ოქტომბერს, ორშაბათს 15.10 საათზე 306 აუდიტორიაში.

თსს აკადემიის მაგისტრანტებისათვის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური საჭიროებისამებრ ჩაატარებს დამატებით ინდივიდუალურ კონსულტაციებს.

საკონტაქტო პირი: ქეთევან ცეცხლაძე, ოთახი 807, ელ-ფოსტა: ketevan.tsetskhladze@art.edu.ge
პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2018 წლის 7 ნოემბერი 16:00 საათი
ჯგუფური კონსულტაციები შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში 2018 წლის 24 ოქტომბერი, 26 ოქტომბერი, 30 ოქტომბერი  
დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. ლინკი:

http://rustaveli.org.ge/2018-წლის-კონკურსები/page/2274шаблоны для dle 11.2