ENG


25.10.2018 - 29.10 2018 ქართულ-პოლონური ერთობლივი სემინარები გონიოსა და თბილისში.

22 / 10 / 2018

 
25.10.2018 - 29.10 2018 ქართულ-პოლონური ერთობლივი სემინარები გონიოსა და თბილისში.

იმ დადებითი ტენდენციის გათვალისწინებით, რომელიც გრძელდება ჩვენს 
ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა დონეზე, ისევე როგორც 
იმ საერთო არქიტექტურული და შემოქმედებითი მემკვიდრეობის და ბოლო დროს 
განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, როგორიც არის: Krukowski 
Georgian-Polish Interdisciplinary Research Centre in Kutaisi (KIRC) 
ინაუგურაცია, სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი მონაწილეობას იღებს ერთობლივ საერთაშორისო კვლევით პროექტში.

GONIO PAVILION PROJECT მოიაზრებს აკადემიური იდეების გაცვლას საქართველოში სემინარების ჩატარების გზით და ერთობლივი საპროექტო საქმიანობის განვითარებას, პროექტი მიზნად ისახავს გონიოში არქეოლოგიური გათხრების გადახურვის მოწყობის შესახებ კონცეფციის მომზადებას.
პროექტის გეგმის თანახმად 25.10.2018 დან 27.10.2018 ის ჩათვლით აჭარის რეგიონში კონკრეტულად გონიოს ციხესიმაგრეზე ეწყობა ვორკშოპი.

ვორკშოპში მონაწილეობისათვის შეირჩნენ არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები:
ალექსანდრე გიორგაძე
მიხეილ დარსაველიძე
სალომე ჩოჩიშვილი
მარიამ ნადიკაშვილი
სტუდენტთა ჯგუფის კოორდინატორი არქიტექტორი გიორგი ღლონტი
29.10.2018 პოლონური წარმომადგენლობის შეხვედრა არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანთან პროფესორ ნოდარ ამაშუკელთან
მხარდაჭერა პოლონეთის საელჩო და ქალბატონი მაგდალენა ბლენსკაшаблоны для dle 11.2