ENG

მისია
 
დამტკიცებულია თსსა აკადემიური საბჭოს მიერ 2018 წლის 9 მარტს - სხდომის ოქმი # 50

თსსა წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2018 წლის 23 მარტს- სხდომის ოქმი # 01

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მისიაა:
საზოგადოებაში ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრება, სახელოვნებო/შემოქმედებითი  და სამეცნიერო/კვლევითი აქტივობების განვითარება სახვითი ხელოვნების, დიზაინის, მედიახელოვნების, არქიტექტურის, რესტავრაცია/აკონსერვაციისა და ხელოვნების ისტორიისა და თეორიის დარგებში.

ღირებულებები
სამხატვრო აკადემიის ღირებულებები ეფუძნება შემოქმედებითი და აკადემიური თავისუფლების პრინციპებს და მიზნად ისახავს ეროვნული კულტურის ტრადიციების დაცვას, გენერირებას და განვითარებას საზოგადოებრივი კეთილდღეობის და საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ხედვა
თსსა 2024 წლისთვის იქნება ეროვნული კულტურის ფასეულობებზე, ხელოვნებისა და მეცნიერების თანამედროვე მიღწევებზე დაფუძნებული წამყვანი სახელოვნებო უნივერსიტეტი რეგიონში, რომელსაც მჭიდრო კავშირი ექნება დამყარებული საერთაშორისო პარტნიორებთან და ყოველმხრივ გაუწევს პოპულარიზაციას ქართულ კულტურას.шаблоны для dle 11.2