საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 2018 წლის 16 ოქტომბერს, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა ქართველი თანამედროვე მხატვრების, სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულებისა და პედაგოგების ქეთევან კობახიძის, მარიამ შაქარაშვილისა და ბექა საყვარელიძის ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე ნაზენ ღარიბიანი, კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სომხეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, ქართული სათვისტომო „ივერიას“ წარმომადგენლები და სხვა სტუმრები.
шаблоны для dle 11.2