ENG


კომპანია ბიდიო აცხადებს უმცროსი გრაფიკული დიზაინერის ვაკანსიას.

30 / 10 / 2018

 
კომპანია ბიდიო აცხადებს უმცროსი გრაფიკული დიზაინერის ვაკანსიას.

ბიდიო არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 162 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ლიდერი, მე-3 პოზიცია უკავია წამყვან აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

უმცროსი გრაფიკული დიზაინერი
სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი

ფუნქცია/მოვალეობები:
• გარე მარკეტინგული მასალის (ბეჭდური, და ციფრული დიზაინის შემუშავება, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტებისთვის, პროფესიული სერვისებისთვის, ბიდიო აკადემიისთვის და ა.შ.
• შიდა ბრენდინგისთვის საჭირო ბრენდირებული ატრიბუტიკის დიზაინის მომზადება
• მასალების შემუშავება კომპანიის ბრენდბუქისა და სტანდარტების გათვალისწინებით
• ვიზუალური კონტენტის შექმნა ვებისა და სოციალური მედიისთვის, კონკრეტული პროექტის შესაბამისად
მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
• სასურველია 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება
• სავალდებულოა შემდეგი პროგრამების ცოდნა: Adobe Illustrator; Adobe Photoshop, Adobe InDesign
• სასურველია Corel-ის ცოდნა
• Adobe After Effects-ის, ასევე ვიდეო მონტაჟის ცოდნა (Adobe Premier ან რომელიმე სხვა პროგრამაში) ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული თვისებები:
• ორგანიზებული
• დეტალებზე ორიენტირებული
• დროის ეფექტურად მართვის უნარი
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
• შემოქმედებითი უნარები

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge .გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „უმცროსი გრაფიკული დიზაინერი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 05.11.2018

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობო დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.шаблоны для dle 11.2