|
29.10.2018 პოლონურ-ქართულ ერთობლივი პროექტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტს სტუმრად ეწვია პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრი ქალბატონი მაგდალენა ბლენსკა და გდანსკის ხელოვნების აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის დოქტორი მარეკ ბარანსკი, პოლონელ სტუდენტებთან ერთად. შეხვედრა გაიმართა თსსა რექტორის ბატონ გია გუგუშვილის მხარდაჭერითა და არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანის ნოდარ ამაშუკელის თაოსნობით, სადაც განხილულ იქნა გონიოს ციხე-სიმაგრეზე ჩატარებული ვორკშოპის დეტალები და ასევე დაგეგმილ იქნა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა. პროექტი მოიცავს პოლონეთსა და საქართველოში პარალელურად ჩატარებულ სემესტრულ კურსს. აჭარის რეგიონში, კერძოდ გონიოში არქეოლოგიური გათხრების გადახურვის მოწყობის თემაზე. მხარდაჭერა პოლონეთის საელჩო და ქ-ნი მაგდალენა ბლენსკა პროექტში მონაწილე შემდეგი კვლევითი ერთეულები: - გდანსკის პოლიტექნიკა, არქიტექტურის ფაკულტეტი - ხელოვნების აკადემია გდანსკში, არქიტექტურისა და დიზაინის განყოფილება, საზოგადოებრივი სივრცის სახელოსნო. ქართული მხრიდან : -თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, არქიტექტურის ფაკულტეტი -პოლიტექნიქნიკური უნივერსიტეტი ძეგლთა დაცვა აჭარის რეგიონში, პოლონელი და ქართველი არქეოლოგების ჩართულობით. |