26 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების კულტურის ახალი ატაშე, ბატონი ჯულიუს ცაი ეწვია. შეხვედრა შედგა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორთან, პროფესორ გიორგი გუგუშვილთან. მხარებმა შეაჯამეს თსს აკადემიისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შორის არსებული წარმატებული და მრავალწლიანი თანამშრომლობა. განსაკუთრებული მადლიერებით აღინიშნა ბატონი ჯულიუს ცაის წინამოერბედ ატაშესთან, ბატონ დემიენ უომპლერთან თანამშრომლობისას განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები. ბატონმა რექტორმა და ბატონმა ატაშემ ისაუბრეს შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე და დეტალურად განიხილეს ახალი სათანამშრომლო პროექტებისა და ინიციატივების ბადე. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ამერიკის საელჩოს პროექტების კოორდინატორები, ქალბატონები თ. რთველიაშვილი და ლ. გუმბერიძე, ასევე აშშ საელჩოს მიერ მოწვეული სპეციალისტი ქ.-ნი თ. ემსი. თსს აკადემიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ რექტორის აპარატის უფროსი ქ.-ნი ქ. ნემსაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ქ.-ნი ნ. ღაღანიძე და ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტი ქ.-ნი თ. შავგულიძე.
шаблоны для dle 11.2