თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე
ისტორიულ შენობაში
რეაბილიტაციის შემდეგ განთავსდება რამოდენიმე საგამოფენო სივრცე.
1981 წელს შარდენის ქუჩა #19-ში მდებარე შენობაში განთავსდა ქსოვილების კათედრის შემოქმედებითი ლაბორატორია, სადაც სრულდებოდა საკურსო და სადიპლომო ნამუშევრები: გობელენები, ხალიჩები და ფარდაგები. ნამუშევართა დიდი რაოდენობით დაგროვების გამო, გივი ყანდარელისა და თამაზ ნუცუბიძის ინიციატივითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, 2001 წელს მოხდა შენობის რეაბილიტაცია; კოლექციისათვის გამოიყო კიდევ ერთი სართული და დაარსდა გობელენის მუზეუმი.
გობელენის მუზეუმის I სართულზე გამოყოფილია მცირე საგამოფენო სივრცე, სადაც განთავსებულია სამხატვრო აკადემიის გალერეა “აკადემია+”. გალერეის ძირითადი მიმართულება თანამედროვე მედიებია. სივრცე გამოიყენება აქციური სახის კონცეპტუალური პროექტებისთვისაც.
шаблоны для dle 11.2