ENG

კვლევითი ცენტრები

სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტთან არსებული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ვიზუალური კომუნიკაციის და მედიახელოვნების ინსტიტუტი  


დირექტორი - თსსა პროფესორი ნანა იაშვილი
ვიზუალური კომუნიკაციის და მედიახელოვნების ინსტიტუტის მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
ა) მედიახელოვნების ფაკულტეტის  შემოქმედებითი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განსაზღვრის ხელშეწყობა;
 ბ) მედიახელოვნების ფაკულტეტის თანამედროვე ცოდნაზე და ხარისხზე ორიენტირებული კვლევების განხორციელება და სასწავლო პროცესთან ინტეგრაციის ხელშეწყობა;
გ) მედიახელოვნების ფაკულტეტის  სამეცნიერო პოლიტიკის დაგეგმვაში მონაწილეობა;
დ) მედიახელოვნების ფაკულტეტის შემოქმედებითი და კვლევითი ცენტრების საქმიანობის კოორდინაცია;
ე) თსს აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტის ციფრული მედიის და გეომეტრიული მოდელირების სამეცნიერო კვლევითი ცენტრის  მიერ კვლევების წარმოებისთვის გამოცხადებული ყოველწლიური გრანტის გაცემის საკონკურსო პირობების განსაზღვრა, შერჩევის ეტაპების ორგანიზება, გამარჯვებული პროექტის გამოვლენა და მონიტორინგი;
 ვ) საერთაშორისო, ადგილობრივ, რეგიონულ ორგანიზაციებთან, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ მისიებთან ინსტიტუციონალური თანამშრომლობა სამეცნიერო, შემოქმედებით, კულტურულ და საინფორმაციო სფეროებში; კვლევების შედეგების პოპულარიზაციის მიზნით უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურების მეშვეობით კონტაქტების დამყარება უცხოურ უნივერსიტეტებსა და ბიზნეს-სექტორთან;
ზ) თსს აკადემიის  მეცნიერ-მკვლევართა საერთაშორისო საგანმანათლებლო და აკადემიური განვითარების მიზნით სხვადასხვა პროგრამების განხორციელება და მობილობის სტიმულირება (სტაჟირება, სწავლება, გაცვლითი პროგრამები, გრანტები, სტიპენდიები, ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, წამყვანი სპეციალისტების მოწვევა ლექცია-სემინარების ჩატარების მიზნით, კონფერენციების, სემინარების ორგანიზება, საერთაშორისო კონფერენციებში უნივერსიტეტის პერსონალის მონაწილეობის მხარდაჭერა და სხვ.);
თ) საერთაშორისო კონგრესების, კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების და გამოფენების ორგანიზების ხელშეწყობა საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ.
ი) სასწავლო პროცესში ჩართულობა, მაგისტრანტთა და დოქტორანტთა სამეცნიერო ხელმძღვანელობის ხელშეწყობა.


სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტთან არსებული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის კონსერვაციის   ცენტრი


დირექტორი - თსსა პროფესორი ნანა კუპრაშვილი
ცენტრის მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
ა)ხელოვნების ნიმუშთა დიაგნოსტიკური კვლევა ინტერდისციპლინარული მეთოდებით.
ბ)საკონსერვაციო მასალების კვლევა-ტესტირება.
გ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაცია/რესტავრაციის სფეროების განათლების საერთაშორისო გამოცდილების კვლევა და კვლევის საფუძველზე  საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველყოფა.
დ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაცია/რესტავრაციის სფეროების მეთოდოლოგიების კვლევა და უახლესი საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა.
ე) კვლევითი და სასწავლო პროცესისათვის საჭირო თეორიული და ტექნიკური რესურსების უზრუნველყოფა.
ვ) კვლევითი და სასწავლო პროცესისათვის საჭირო პრაქტიკული სამუშაოების განხორციელება.
ზ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაცია/რესტავრაციის სფეროებში პროექტების განხორციელება.
თ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაცია/რესტავრაციის სფეროების პოპულარიზაცია გამოფენების, სიმპოზიუმების,კონფერენციების, სამეცნიერო კონგრესების ორგანიზებით; პოლიგრაფიული და ელექტრონული ფორმატის გამოცემებით.
ი) დარგობრივი ლიტერატურის თარგმნა და გამოცემა.
კ) საერთაშორისო, ადგილობრივ, რეგიონულ ორგანიზაციებთან, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ მისიებთან ინსტიტუციონალური თანამშრომლობა სამეცნიერო, კულტურულ და საინფორმაციო სფეროებში;
ლ) კვლევების შედეგების პოპულარიზაციის მიზნით უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურების მეშვეობით კონტაქტების დამყარება უცხოურ უნივერსიტეტებსა და ბიზნეს-სექტორთან;
მ) აკადემიის  მეცნიერ-მკვლევართა საერთაშორისო საგანმანათლებლო და აკადემიური განვითარების მიზნით სხვადასხვა პროგრამების განხორციელება და მობილობის სტიმულირება (სტაჟირება,სწავლება, გაცვლითი პროგრამები, გრანტები, სტიპენდიები, ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, წამყვანი სპეციალისტების მოწვევა ლექცია-სემინარების ჩატარების მიზნით, კონფერენციების, სემინარების ორგანიზება, საერთაშორისო კონფერენციებში უნივერსიტეტის პერსონალის მონაწილეობის მხარდაჭერა და სხვ.);шаблоны для dle 11.2