ENG


„მეწარმეობა, როგორც ახალი შესაძლებლობა ხელოვნებისა და კულტურის სფეროსთვის“

28 / 12 / 2018

 
მოწვეული სფიქერები, დავით ჩეჩელაშვილი და ზვიად მჭედლიშვილი თსს აკადემიის სტუდენტებს და გუნდს გააცნობენ სამეწარმეო კულტურას და ისაუბრებენ იმ ახალ რეალობაზე, რომელსაც ხელოვნების, დიზაინის, მედია ხელოვნების სფეროსა და მეწარმეობის დაახლოება ქმნის მსოფლიოში, რომლის კვალდაკვალ რეალობა საქართველოში სახელმწიფო, საუნივერსიტეტო და არასამთავრობო დონეზე თანაბრად იცვლება. 

სფიქერები დაეხმარებიან თსს აკადემიის სტუდენტებს საკუთარი თავი ახალი რეალობის რუკაზე დაინახონ და თსს აკადემიის გუნდთან ერთად გააცნობენ მათ სამხატვრო აკადემიაში ამ მიმართულებით დაგეგმილი, სტუდენტზე ორიენტირებული ცვლილებების შესახებ. 

დასწრება თავისუფალია.

პრეზენტაცია წარმოადგენს ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის Creative Spark ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამარჯვებული პროექტის „UpStart”-ის სამუშაო შეხვედრების ციკლის ნაწილს. 

პროექტში თსს აკადემიის პარტნიორი ორგანიზაციები არიან: Advantage Creative (დიდი ბრიტანეთი); Creative Georgia (საქართველო); Creative Solution (საქართველო).шаблоны для dle 11.2