|
მოწვეულმა სფიქერებმა, დავით ჩეჩელაშვილმა და ზვიად მჭედლიშვილმა თსს აკადემიის სტუდენტებს და გუნდს გააცნეს სამეწარმეო კულტურა და ისაუბრეს იმ ახალ რეალობაზე, რომელსაც ხელოვნების, დიზაინის, მედია ხელოვნების სფეროსა და მეწარმეობის დაახლოება ქმნის მსოფლიოში, რომლის კვალდაკვალ რეალობა საქართველოში სახელმწიფო, საუნივერსიტეტო და არასამთავრობო დონეზე თანაბრად იცვლება. სფიქერებმა თსს აკადემიის სტუდენტებს დაანახეს საკუთარი თავი ახალი რეალობის რუკაზე და თსს აკადემიის გუნდთან ერთად გააცნეს მათ სამხატვრო აკადემიაში ამ მიმართულებით დაგეგმილი, სტუდენტზე ორიენტირებული ცვლილებების შესახებ. პრეზენტაცია წარმოადგენს ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის Creative Spark ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამარჯვებული პროექტის „UpStart”-ის სამუშაო შეხვედრების ციკლის ნაწილს. პროექტში თსს აკადემიის პარტნიორი ორგანიზაციები არიან: Advantage Creative (დიდი ბრიტანეთი); Creative Georgia (საქართველო); Creative |