ENG


ინგლისური ენის სასწავლო კურსები

23 / 01 / 2019

 

2018 წელს თსს აკადემიის პროექტმა UpStart გაიმარჯვა ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში Creative Spark. პროექტი სამეწარმეო განათლების თსს აკადემიის პროგრამებში ინტეგრირებასა და შემოქმედებითი ინკუბატორის დაფუძნებას გულისხმობს. პროექტის პარტნიორები არიან ორგანიზაციები Creative Advantage (დიდი ბრიტანეთი); Creative Georgia (საქართველო); Creative Solution (საქართველო).

პროექტის ფარგლებში თსს აკადემია ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით გთავაზობთ ინგლისური ენის ცოდნის გასაუმჯობესებელ ორ სასწავლო კურსს. კურსები თსს აკადემიის სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის და პერსონალისთვის სრულიად უფასოა და წარმოადგენს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ – სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის - ნაწილს. კურსი სრულიად ფინანსდება ბრიტანეთის საბჭოს მიერ.

პირველი კურსი შედგება ორი ნაწილისგან : ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი და საკარიერო უნარ-ჩვევების განსავითარებელი კურსი ინგლისურად. პირველი კურსის გავლა უსასყიდლოდ შეგიძლიათ ბმულიდან https://theenglishchannel.britishcouncil.org/

მეორე კურსი Learn English Select საჭიროებს რეგისტრაციას, კურსის საშუალო ხანგრძლოვობა 20-25 კვირაა. და შედგება შემდეგი საფეხურებისგან:

Learn English Select Beginner
Learn English Select Elementary
Learn English Select Pre-Intermediate 1
Learn English Select Pre-Intermediate 2
Learn English Select Intermediate
Learn English Select Upper-Intermediate
თითოეული საფეხური შედგება 40 ინდივიდუალური გაკვეთილისგან

აღნიშნული კურსი ხელმისაწვდომია მხოლოდ თსს აკადემიის სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის და პედაგოგებისთვის და სრულიად უფასოა მათთვის. ამისთვის საჭიროა ტექსტის ბოლოს მითითებულ ბმულზე მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსება.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ბრიტანეთის საბჭო თქვენს მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე დაგიკავშირდებათ და მათი დახმარებით გაივლით რეგისტრაციის მეორე ეტაპს.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 16 თებერვალი

გთხოვთ რეგულარულად შეამოწმოთ თქვენს მიერ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული ელექტრონული ფოსტა 2019 წლის 18 თებერვლის შემდეგ.

შენიშვნა:
სია გაიფილტრება და ბრიტანეთის საბჭოს გადაეგზავნება მხოლოდ თსს აკადემიის რეალური სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და პედაგოგების სია, ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ამ ლინკის აკადემიის გარეთ გაზიარება აზრს მოკლებულია და არ არის რეკომენდირებული.

არც ერთი კურსი არ არის კრედიტებით დატვირთული და მათი გავლა არ ათავისუფლებს თსს აკადემიის სტუდენტს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული, ინგლისური ენის შემსწავლელი სავალდებულო ლექციებისგან.

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე working.space2019@gmail.com

თსს აკადემიის გუნდი გისურვებთ წარმატებას!

шаблоны для dle 11.2