ENG


არჩის მსოფლიო აკადემიის რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონია ...

14 / 02 / 2019

 
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ურბან არქიტექტურის ფაკულტეტის, მაგისტრატურის პროგრამის კურსდამთავრებული გიორგი ვარდანაშვილი გახდა AArchi world academy awards-ის რიგით მე 4 კონკურსის გამარჯვებული შემდგომი პროექტით: ქ.თბილისიდან რკინიგზის მაგისტრალური ხაზის გადატანის შედეგად გამოთავისუფლებული ტერიტორიის ქალაქგეგმარებითი კონცეფცია.

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს გიორგის მაგისტრატურის კურსის სადიპლომო ნაშრომს. პროექტი დაცული იქნა ნანა ქუთათელაძის და ზურა ნემსაძის ხელმძღვანელობით.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დახმარებით გიორგი ვარდანაშვილმა წარჩინებით დაასრულა ლიხტენშტეინის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ერთ სემესტრიანი Erasmus + ის გაცვლითი კურსი. ამავე წელს, აღნიშნული სემესტრის ფარგლებში დაცული საკურსო ნაშრომით მან მიიღო საერთაშორისო არქიტექტურული პრემია 2016-ის "წლის საუკეთესო სტუდენტური პროექტის" ჯილდო და გახდა ნომინირებული არაერთ სხვა საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსზე.

დღეს, უცხოურ არქიტექტურულ კომპანიაში მუშაობის პარალელურად გიორგი დასაქმებულია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, მოწვეული პედაგოგის სტატუსით, სადაც მას მიჰყავს "არქიტექტურული პროექტირების გრაფიკის" საგანი.

Archi world academy awards-ის რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა 2019 წლის 16 იანვარს, ოთხშაბათ დღეს, მიუნხენში კონკურსის ჟიურის წევრების თანხლებით და Messe münchen-ის ხელმძღვანელობით, რომელიც ამ ღონისძიებას მხარს უჭერს 2011 წლიდან. მსოფლიოს ყველა კუთხიდან შემოსული 1300-ზე მეტი პროექტით Archi World Academy Awards-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისი მასშტაბურობა და სანდომიანობა სტუდენტებში არქიტექტურის მიმართ ინტერესის გაღვივებაში.

განვლილი ოთხი დაჯილდოებით Archi World Academy Awards-მა შეცვალა 48 ნიჭიერი სტუდენტის ცხოვრება, რადგან მისცა მათ შანსი, საწყის ეტაპზე სწრაფად განევითარებინათ საკუთარი შემოქმედებითი კარიერა. სწორედ ეს არის კონკურსის მთავარი მიზანი.

Archi World Academy Awards-ის დაჯილდოების ცერემონიას წინ უსწრებდა დისკუსიები, რომელსაც უხელმძღვანელა ბრიუსელის European architecture foundation-ის ვიცე პრეზიდენტმა და დამფუძნებელმა, არქიტექტორმა რონალდ კერნმა დისკუსიის დასასრულს, გამარჯვებულ სტუდენტებს ქონდათ საშუალება წარედგინათ საკუთარი პროექტი Messe München-ის Smart Building პავილიონში და მიეღოთ პრიზები ჟიურის წევრებისა და კონკურსის ორგანიზატორებისაგან.

როგორც უკვე ვახსენეთ, Archi World Academy Awards-ის რიგით მე 4 დაჯილდოვებაზე შეტანილ იქნა მსოფლიოს ყველა კუთხიდან 1300-ზე მეტი პროექტი. ჟიური შედგებოდა მსოფლიო მასშტაბით ცნობილი 12 არქიტეტურული კომპანიის წამყვანი არქიტექტორებისაგან. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა 2 ეტაპად: პირველ ეტაპზე შეირჩა საუკეთესო 250 პროექტი, ხოლო მეორე ეტაპზე შეირჩა გამარჯვებული 12 პროექტი. გამარჯვებული სტუდენტი ღებულობს 6 თვიან ხელშეკრულებას ერთ-ერთი ჯიურის წევრის არქიტექტურულ კომპანიაში სამუშაოდ.

Archi World Academy Awards

Archi World Academy

Archi World Academy - invitation

Archi World Academy - Awards Edition 2019шаблоны для dle 11.2