ENG


"შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლება უმაღლესებისთვის" ...

22 / 02 / 2019

 
პროექტი არის ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის "შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლება უმაღლესებისთვის" გამარჯვებული.

პროექტის პარტნიორები არიან: შემოქმედებითი საქართველო, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, Creative Solutions და Advantage Creative.

პროექტი მიზნად ისახავს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბაზაზე მედია ინკუბატორის დაარსებას და სტუდენტებისთვის ბიზნეს პროექტების განვითარების ხელშეწყობას. ამას გარდა, სტუდენტებში ბიზნეს უანრების განვითარებასა და მათი ინგლისური ენის დონის ამაღლებას. პროექტის ფარგლებში ასევე, შემუშავდება სასწავლო კურიკულუმი, რომელიც იქნება ორიენტირებული კულტურის მენეჯმენტზე და ეტაპობრივად მოხდება აკადემიის სასწავლო პროცესში ადაპტირება. კურიკულუმი შემუშავდება როგორც საბაკალავრო ისე სამაგისტრო დონეებისთვის.

ხოლო 19-20 თებერვალს, აპსტარტის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგი ტრენერებისთვის (TOT). პოტენციური ტრენერები არიან აკადემიის თანამშრომლები და გადამზადდებიან ინკუბატორისთვის.шаблоны для dle 11.2