ENG


ყურადღება! - ცხადდება საგრანტო კონკურსი! ...

26 / 02 / 2019

 
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსს

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს:

საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მაღალი რანგის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმებისა და სიმპოზიუმების ჩატარებას ფართო საზოგადოების ჩართულობით, საქართველოს შემსწავლელი კვლევების პოპულარიზაციასა და საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე წარდგენას;

საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებების განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებული კვლევების შედეგების გავრცელებას (დისემინაციას);

სხვადასხვა თაობისა და სხვადასხვა კვლევითი ცენტრების მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარებას;

საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისებას.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ვებ გვერდს:
http://rustaveli.org.ge/geo/2018-tslis-konkursebi/fondi-atskhadebs-saqartvelos-shemstsavleli-metsnierebebis-konferentsiis-sagranto-konkurss?fbclid=IwAR0N-y57Fn7HvoHxGstbvTfVU1T8H4vnkB938JOOtCvI0lR0GRyCOr0RjB0

ინდივიდუალური კონსულტაციებისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თსს აკადემიის სამეცნიერო კვლევების სამსახურს; საკონტაქტო პირი: ქეთევან ცეცხლაძე; ელ-ფოსტა: ketevan.tsetskhladze@art.edu.ge  თსს აკადემიის სასწავლო კორპუსი მე-8 სართული; ოთახი 807;шаблоны для dle 11.2