ENG


შიდა კონკურსი

27 / 02 / 2019

 

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდი საგამოფენო დარბაზისთვის საგამოფენო სტენდების პროექტის შესარჩევი შიდა კონკურსის გამოცხადება და კონკურსის ძირითადი პირობები:

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია სტუდენტების ჩართულობით თსს აკადემიის დიდი საგამოფენო დარბაზისთვის საგამოფენო სტენდების საუკეთესო პროექტის შექმნა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა.

ზოგადი კრიტერიუმები
• კონკურსში მონაწილეობა შეუძლია თსს აკადემიის ყველა სტუდენტს.
• კონკურსი ტარდება ერთ ტურად.

ტექნიკური დავალება
საკონკურსო ნამუშევარი უნდა იყოს წარმოდგენილი Aფორმატზე ნახაზის სახით:
1. სტენდი (წინხედი, გვერდხედი), მასალის მითითებით, სასურველია მსუბუქი კონსტრუქცია, გაუმჭვირვალე, ზომებით: 2.3x2.5; 2.3x2; 2.3x1.5; ასაწყობი (ერთმანეთთან ბმის შესაძლებლობით), უნდა გააჩნდეს ტრანსფორმაციის უნარი, იძლეოდეს მასზე ექსპოზიციის მარტივად აწყობის საშუალებას.
2. სტენდების განთავსება მოცემულ სივრცეში, როგორც გეგმარებითი ასევე 3D გამოსახულებით; ასევე ინტერიერში სტენდების განთავსების ვარიაციები.

კონკურსის ჩატარების ვადები
• კონკურსი გამოცხადდეს 2019 წლის 1 მარტს;
• საკონკურსო პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 20 მარტი;
• შედეგები გამოცხადდება პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადის ამოწურვიდან ერთი კვირის განმავლობაში;
• კონკურსში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული;
• კონკურსში გამარჯვებულისთვის დაწესებულია პრემია 700 ლარი.
• საკონკურსო ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: ძმები ზუბალაშვილების ქ.N47, მე-8 სართული, ოთახი 807, საკონტაქტო პირი: თამარ ქარსელაძე.

კონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები
გამარჯვებული პროექტი გადადის კონკურსის ორგანიზატორების საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხოლო ყველა სხვა პროექტი მოთხოვნისთანავე უბრუნდება ავტორს.

шаблоны для dle 11.2