ENG


სტუდენტურ კონკურსს ბუნებრივი ქვების მწარმოებელი კომპანიის ლოგოს შესაქმნელად

27 / 02 / 2019

 
შპს „მარმარილო“ 1997 წლიდან გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. კომპანია აწარმოებს ბუნებრივი ქვების მოპოვებას, დამუშავებასა და რეალიზაციას. ჩვენი კომპანია გთავაზობთ ფერთა დიდ არჩევანს. მარმარილოს, გრანიტის, ტრავერტინის, ბაზალტის ბუნებრივ ქვებებს, რომლებიც მუშავდება ევროპული სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში.
2017 წელს შპს „მარმარილო“-მ მიიღო მონაწილეობა პროექტ „აწარმოე საქართველოში“, სადაც მოიპოვა დაფინანსება. კომპანიის რებრენდინგით მოხდა ახალი სტანდარტების შემუშავება და იგეგმება ბაზრის 32 %-ის ათვისება.
• დაიწყო ქართული წარმოების ახალი ტალღა.
• დასაქმდა უფრო მეტი ადამიანი.
• გაჩნდა კონკურენტული გარემო.
• განახლდა ქართულ საბადოებზე ბუნებრივი ქვის მოპოვება, დამუშავება, რეალიზება.
• 11000 კვ.მ-ზე განლაგებული ევროპული დანადგარებით აღჭურვილი ქარხანა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს პრემიუმ ხარისხის პროდუქციის წარმოებას.
კომპანია გეგმავს ექსპორტზე გაიტანოს ქართული მარმარილო, რომელიც უნდა მოხვდეს სხვადასხვა ქვეყნის შოურუმებში. გამარჯვებული და შერჩეული , ჩვენი კომპანიის ლოგო მოხვდება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის წამყვანი კომპანიების და სავაჭრო ნიშნების გვერდით.
გვსურს შესაძლებლობა მივცეთ ქართველ სტუდენტებს და შემოქმედ უნარიან ადამიანებს, მიიღონ კონკურში მონაწილეობა და მათი ნამუშევარი გახდეს „მარმარილოს“, ბუნებრივი ქვების ინდუსტრიაში მოწინავე კომპანიის მთავარი სავიზიტიტო ბარათი.
ვისთვის არის გამიზნული რეკლამა, ვისზე უნდა იმოქმედოს გზავნილმა? მისი დახასიათება.
პირველადი სეგმენტი - საქართველოს მოსახლეობა 25+
მეორადი სეგმენტი - სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები ( ხაზი უნდა იყოს გასმული, კიბის საფეხურები, სამზარეულოს ზედაპირი და ბუხარი, ფანჯრის რაფა, ბარის ზედაპირი, აქედან იკითხებოდეს ლოგოში , მინიმუმ ორი.)
მესამედი სეგმენტი - უცხოელი ინვესტორები, პარტნიორები, რომლებისთვისაც აღსაქმელად ადვილი და დასამახსოვრებლად მარტივი იქნება კომპანიის ლოგო.
რას უნდა გამოხატავდეს ლოგო?
კომპანიის დასახელების“MARMARILO” პირველ ასოს “M”-ს.
უნდა იყოს ინოვაციური/თანამედროვე;
პირდაპირ ან ირიბად გადმოსცემდეს კომპანიის არსს.
კონკურსის პირობები/ლოგოს ტექნიკური დავალება:
კონკურსის თემა - ბუნებრივი ქვების მწარმოებელი კომპანიის „მარმარილო“-ს ლოგოს შექმნა
კონკურსის ვადა - 6 კვირა, (ვადები)
გამარჯვებულის დაჯილდოვება - გამარჯვებულის დაჯილდოვება უნდა მოხდეს მისი გამოვლენიდან ერთი კვირის განმავლობაში;
კონკურსის პრიზები - 1.500 ლარი; 2. ყველა მონაწილეს 10 % - იანი ფასდაკლების ვაუჩერი სრულ კოლექციაზე. 3. გამარჯვებულს 15 % იანი ფასდაკლება, მარმარილოს, გრანიტის ბუნებრივ ქვებზე. 4. პირველ ადგილზე გასულს , ორიგინალური საჩუქარი, რომელსაც სურპრიზად იტოვებს კომპანია.
კონკურსის პირობები:
1. ლოგო უნდა გამოხატავდეს ბუნებრივი ქვების მწარმოებელი კომპანიის დასახელების პირველ ასოს “M”-ს, 
2. ლოგო უნდა იყოს ადვილად აღქმადი, დასამახსოვრებელი და პოზიტიური. არ უნდა იყოს მიმსგავსებული ან იდენტური კონკურენტი კომპანიების ლოგოსთან.
3. ლოგოს შექმნისას გამოყენებული უნდა იყოს ფერები: შავი, ოქროსფერი და თეთრი; აგრეთვე უნდა იკითხებოდეს „Since 1997 in Georgia”
4. დასაშვებია ერთი მონაწილის მიერ არაუმეტეს ხუთი ნამუშევრის წარმოდგენა;
5. წარმოდგენილი უნდა იყოს ლოგოს გამოყენება - გაშლა 2-3 „მოქაფი“;
6. შ.პ.ს „მარმარილო“-ს გამარჯვებულ ლოგოზე უნდა ჰქონდეს ექსკლუზიური საავტორო უფლებები. (სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლებით).
7. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომლის ამოცანაა შექმნას ლოგო ვექტორული გამოსახულებით Adobe Illustrator-ში, Corel-ში ან სხვა ნებისმიერ ვექტორულ პროგრამაში და გამოაგზავნოს ელეტრონულ მისამართზე marmarilogeorgia@gmail.com
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საკონტაქტო პირი - გიორგი ყიფიანი(გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი) 568 311 311.
8. ლოგოს შერჩევას განახორციელებს სპეციალური ჟიური, რომელიც ნამუშევრებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმით: 1. ვიზუალური მხარე; 2.შინაარსი; 3. კრიტერიუმების მაქსიმალურად გათვალისწინებით.
გამარჯვებული გამოვლინდება ჟიურის წევრების მიერ კონფიდენციალური შერჩევის გზით, კონსესუსის პრინციპით მოხდება. საკონკურსო ნამუშევრებზე ავტორის ვინაობა არ იქნება მითითებული (ჟიურის წევრებს არ ეცოდინებათ ლოგოს ავტორის ვინაობა). ავტორებს მიენიჭებათ სპეციალური კოდი, შესაბამისად, ჟიურის წევრებს ეცოდინებათ აღნიშნული კოდი (კონკურისის მონაწილეებს კოდს მიანიჭებს და მათი მონაცემები ეცოდინება საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის სამსახურის თანამშრომელს).шаблоны для dle 11.2