|
ფონდი აცხადებს ევროპულ უნივერსიტეტებთან „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2019 წლის საგრანტო კონკურსს კონკურსის სახელწოდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ევროპული უნივერსიტეტების „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსი კონკურსის აბრევიატურა EUGSP კონკურსის მიზანი ა) საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე; ბ) საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში (ქვეყნის ისტორიის, კულტურის, სულიერი და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიის, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის) მოღვაწე მეცნიერთა, მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის განვითარება, მათი ჩართვა ევროპული უნივერსიტეტების სამეცნიერო-კვლევით და აკადემიურ პროცესებში და შესაბამისი თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში; გ) საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის შემსწავლელი თანამედროვე კვლევების მეშვეობით ევროპულ აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში კოლაბორაციული კონტაქტებისა, სამეცნიერო-კვლევითი კონსორციუმების, მრავალმხრივი, მდგრადი საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. საპროექტო განაცხადი ტიპი ინდივიდუალური დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფონდის ვებ გვერდზე: https://rustaveli.org.ge/geo/mimdinare-konkursebi/fondi-atskhadebs-shota-rustavelis-saqartvelos-erovnuli-sametsniero-fondisa-da-evropuli-universitetebis-saqartvelos-shemstsavleli-metsnierebebis-ertoblivi-kvleviti-programis-2019-tslis-sagranto-konkurss?fbclid=IwAR2bbxwaCXqqSZGSOnejfEIEWYMTjzNrJBJVDKs3NFRDCF_lsVMm6rz5ZZwკითხვების შემთხვევაში ან კონსულტაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ თსს აკადემიის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს. ოთახი 807 ელ-ფოსტა: ketevan.tsetskhladze@art.edu.ge |