|
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსს კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს მათი სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას. საპროექტო განაცხადის ტიპი ინსტიტუციური კონკურსის ძირითადი პირობები ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსში გრანტის მოპოვების მიზნით, პროექტი უნდა წარმოადგინოს ახალგაზრდა მეცნიერმა, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე 7 წლის განმავლობაში და მასპინძელმა დაწესებულებამ ერთობლივად. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე: https://rustaveli.org.ge/geo/siakhleebi/fondi-atskhadebs-2019-tslis-akhalgazrda-metsnierta-kvlevebis-grantit-dafinansebis-konkurss?fbclid=IwAR0WOPIO4-EjuOlL-uHa3c7xw2MJakW6WSNIRLfsQaftEWwrlS95V-SbFko ინდივიდუალური კონსულტაციებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ თსს აკადემიის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს. საკონტაქტო პირი: ქეთევან ცეცხლაძე |