|
თსსა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის სამეცნიერო კონფერენცია - ძვირფასო კოლეგებო! კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკადემიურ პერსონალს, მეცნიერ-თანამშრომლებს, მასწავლებლებს, მოწვეულ პედაგოგებს, ასევე აკრედიტირებული უნივერსიტეტების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების სადოქტორო, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს. რეგლამენტი: მოხსენებისთვის – 20 წუთი; მოხსენების შემდგომი მსჯელობისთვის – 10 წუთი. სტუდენტებმა, გთხოვთ, მიუთითოთ ნაშრომის ხელმძღვანელის სახელი, გვარი, უნივერსიტეტი. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენება არ უნდა იყოს გამოქვეყნებული (გამოსაქვეყნებლად გადაცემული) ან სხვა კონფერენციაზე წაკითხული (წასაკითხად წარდგენილი). მოხსენებები დაიბეჭდება თსს აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში ACADEMIA. სტუდენტების მოხსენებები გამოქვეყნდება ელექტრონულ ჟურნალში „არტი და ტექსტი“ საკონტაქტო პირი: |