2019 წლის 11 აპრილს Erasmus+ ეროვნული ოფისის ორგანიზებით, "ირლანდია საქართველოს სემინარის" ფარგლებში თსს აკადემიას ეწვია ირლანდიის ორი სახელოვნებო უნივერსიტეტის წარმომადგენლებისაგან შემდგარი დელეგაცია. კერძოდ: 1. Institute of Art, Design and Technology, Dún Laoghaire Dublin (http://www.iadt.ie/) 2. National College of Art and Design Dublin (https://www.ncad.ie/) თსს აკადემიის რექტორი გიორგი გუგუშვილი შეხვდა დელეგაციის წევრებს. შეხვედრაზე განხილეს სამომავლო თამაშრომლობის პერსპექტივები Erasmus + -ის ფარგლებში. ირლანდიელმა სტუმრებმა დაათვალიერეს თსს აკადემიის ფაკულტეტები, გაეცნენ სასწავლო პროცესის სპეციფიკას და პროგრამებს.
шаблоны для dle 11.2