|
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ 2019 წლის 1 მარტს გამოაცხადა სამხატვრო აკადემიის დიდი საგამოფენო დარბაზისთვის საგამოფენო სტენდების პროექტის შესარჩევი შიდა კონკური. კონკურისის მიზანი იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდი საგამოფენო დარბაზისთვის საგამოფენო სტენდების საუკეთესო ესკიზის შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო თსს აკადემიის ყველა სტუდენტს. საკონკურსო ნამუშევრების დათვალიერების შემდეგ შეირჩა 4 ავტორის საკონკურსო ნამუშევარი. კონკურსში გაიმარჯვა მედიახელოვნების ფაკულტეტის სტუდენტების - ალექსანდროს დემურჩევის და ალექსანდრე ნიკვაშვილის ერთობლივმა ნამუშევარმა. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო 700 ლარის ოდენობით. ვულოცავთ გამარჯვებულ სტუდენტებს და წარმატებას ვუსურვებთ მათ! |