|
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ისე მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. მაგისტრანტების და დოქტორანტების მოხსენებები მიიღება სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე. საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილება კონფერენციაში მონაწილეობისა და ნაშრომების კრებულში დაბეჭვდის თაობაზე, ავტორებს ეცნობათ არაუგვიანეს 10 ივლისისა. საკონფერენციო თემა უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა სამეცნიერო ღონისძიებაზე. კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები: ხელოვნებათმცოდნეობა მუსიკათმცოდნეობა საბალეტო ხელოვნება თეატრმცოდნეობა კინომცოდნეობა ქორეოლოგია კულტურის კვლევა და მართვა მედია კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა 2019 წლის 20 ივნისამდე წარმოადგინოთ:-სარეგისტრაციო ანკეტის ელექტრონული ვერსია;– CV-მოხსენების რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე. გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:იხ. თანდართული ფაილი: და გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conferencetbilisimuseums@gmail.comკონფერენციის მასალებით მომზადდება სამეცნიერო გამოცემა |