ENG


მემორანდუმი თბილისის განვიტარების ფონდთან

18 / 04 / 2019

 
17.04.2019 - თსსა არქიტექტურის ფაკულტეტმა უმასპინძლა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს. 
მისი ხელმძღვანელის, ბატონ გიორგი შენგელიას, მიერ წარდგენილ იქნა ქვეყნის მასშტაბით ბელვედერის ესკიზური პროექტის საკონკურსო წინადადება სტუდენტებისათვის, რომელსაც ესწრებოდნენ თსსა რექტორი გიორგი გუგუშვილი, არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი ნოდარ ამაშუკელი და კანცლერი კახა ტრაპაიძე. 
განხილულ იქნა ბელვედერის სავარაუდო ლოკაციები და კონკურსის შედეგად გამარჯვებული პროექტის განხორციელების გეგმები.
შეხვედრის ბოლოს ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით ხელი მოეწერა მემორანდუმს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიასა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის.шаблоны для dle 11.2