|
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის ინიციატივით და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით, 20 აპრილს გაიმართა გამოფენა „მემეგობრე შენც“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო სასკოლო ბულინგის თემაზე შექმნილი ნამუშევრები. გამოფენის ორგანიზატორების აზრით, ბულინგი სკოლებში აქტუალური და მწვავე პრობლემაა, რომლის მოგვარება მთავარ გამოწვევად უნდა იქცეს. ქუთაისის სამხატვრო სკოლამ, თემა მოსწავლეების პერსპექტივაში წარმოადგინა. 3 თვიანი მუშაობის შედეგად, შეიქმნა 55 სურათი, რომელიც თითოეული მოსწავლის გამოცდილებას გვიყვება. ექსპოზიციაზე გამოიფინა მოსწავლეების მიერ, წლების განმავლობაში შექმნილი სხვა სურათებიც. გამოფენის გახსნას დაესწრო თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი - გიორგი გუგუშვილი, რომელმაც ნამუშევრები დაათვალიერა და ცენტრის მოსწავლეებს გაესაუბრა. |