ENG


"ქართული შრიფტის გამოფენა"

22 / 04 / 2019

 
14 აპრილს, სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა. ღონისძიება სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ - საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახი კალაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარე მარიამ ჯაში, მთავრობის წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები.

კვირეულის ფარგლებში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ეზოსა და ფოიეში,თსს აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის, ასოციაცია „ქართული შრიფტის“ თავმჯდომარის - ნინო ჯიშკარიანის ინიციატივით ქართული შრიფტის გამოფენა მოეწყო, რომელზეც წარმოდგენილი იყო 100 სხვადასხვა, ძველი და ახალი, შრიფტით შექმნილი კომპოზიციები.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ - სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, დედაქალაქის მერია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ასოციაცია "ქართული შრიფტი"шаблоны для dle 11.2