|
თსს აკადემიის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ცენტრში დასრულდა მხატვრული კერამიკის შემსწავლელი ორთვიანი კურსი. პროგრამა შემუშავდა თსს აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის - მხატვრული კერამიკის მიმართულების ხელმძღვანელის, გიორგი იაშვილის მიერ. უწყვეტი განათლების კურსს უძღვებოდნენ კერამიკის მიმართულების პედაგოგები - ილია ბიგანაშვილი და აკაკი ინანიშვილი. კურსი გათვალისწინებული იყო ფართო საზოგადოებისთვის. აღნიშნული კურსის დასასრულს მოეწყო გამოფენა. |