თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას, 25 აპრილს, სამუშაო ვიზიტით ესტუმრა კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, დოქტორი ჯ. სავიცკი და ამავე უნივერსიტეტის ტექნოლოგიების ტრანსფერის ოფისის დირექტორი ბ-ნი ჯ. კარშევსკი. სტუმრებს აკადემიის გუნდთან ერთად თსს აკადემიის რექტორმა, პროფესორმა გ. გუგუშვილმა უმასპინძლა. დღევანდელი შეხვედრა, თსს აკადემიისა და კლივლენდის სახ. უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის დაწყების პირველ, გაცნობით ეტაპს წარმოადგენდა. დღესვე ჩამოყალიბდა მომავალში სათანამშრომლო საკითხთა სპექტრი: ხელოვნებისა და ტექნოლოგიის ინტერაქცია, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების პროცესი და თსს აკადემიის პოტენციალი აღნიშნული მიმართულებით, მეწარმეობისა და ინოვაციების საკითხები და სხვ. თსს აკადემიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ თსს აკადემიის კანცლერი ბ-ნი კ. ტრაპაიძე, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი ქ-ნი მ. ქოიავა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ქ-ნი ნ. ღარანიძე, ამავე სამსახურის მთავარი კოორდინატორი ქ-ნი თ. შავგულიძე.
шаблоны для dle 11.2