|
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა, პროფესორმა გიორგი გუგუშვილმა 2019 წლის 8 მაისს უმასპინძლა ლონდონის მერიის შემოქმედებითი ინდუსტრიების ელჩს, შემოქმედებითი ეკონომიკის ექსპერტს, გოლდსმიტის უნივერსტეტის პრფესორს, ჯონ ნიუბიგინსა და ბრიტანეთის საბჭოს პროგრამების კოორდინტორს ბ-ნ გიორგი რაზმაძეს. შეხვედრა დაგეგმილი იყო თსს აკადემიის მიმდინარე პროქტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს აკადემიაში შემოქედებითი და ინოვაციური მეწარმეობის სასწავლო პროგრამებში ინტეგრირებასა და ბიზნესს ინკუბატორის დაფუძნებას. პროექტი მიმდინარეობს ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით. შეხვედრას ესწრებოდა პროექტის განმხორციელებელი გუნდი: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინო ღაღანიძე, პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი, ამავე სამსახურის მთავარი კოორდინატორი თამარ შავგულიძე, პროექტის მოწვეული ექსპერტი და ოთხი ახალი სასწავლო კურსიდან ერთ-ერთის ავტორი ნატალია შელეგია. შეხვედრის მიზანი იყო ბრიტანული მხარისთვის თსს აკადემიაში შემოქმედებითი და ინოვაციური მეწარმეობის მიმდინარე პროექტის წარდგენა და მისი სამომავლო პერსპექტივების ინსტიტუციურ დონეზე განხილვა, ასევე ექსპერტის რეკომენაციებისა და შეფასებების მოსმენა. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ექსპერტის მხრიდან პროექტის მაღალი შეფასება. ამავე შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა გოლდსმიტის უნივერსიტეტთან შემდგომი თანამშრომლობა |