ENG


პეტერ ფინკი სამხატვრო აკადემიაში

17 / 05 / 2019

 
14.05.2019  
გაიმართა ბრიტანელი არქიტექტორის პეტერ ფინკის შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორთან გიორგი გუგუშვილთან. შეხვედრას ესწრებოდა არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი ნოდარ ამაშუკელი.
შეხვედრაზე განიხილეს იტალიაში, კერძოდ ქალაქ ბერგამოში, შესრულებული  ლანდშაფტური პროექტები, სადაც აქტიურად იყვნენ ჩართულნი თსსა  არქიტექტურის ფაკულტეტის  სტუდენტები, პროფესორ თინათინ ხიმშიაშვილისა და პიტერ ფინკის ხელმძღვანეობით.
შეხვედრის შემდგომ არქიტექტურის ფაკულტეტის საკონფერენციო სივრცეში გაიმართა პიტერ ფინკის პრეზენტაცია თემით - „ახალი ეკოლოგიური პრობლემები მსოფლიოს ლანდშაფტურ არქიტექტურაში“.
პრეზენტაციის შემდგომ სტუმრებმა მოინახულეს თსსა-ს რესტავრაციის პროცესში მყოფი ისტორიული შენობა.шаблоны для dle 11.2