საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტური სსამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით გადმოსახედი მოედნების მშენებლობას იწყებს. ამ პროექტში აქტიურად ჩაერთო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, კერძოდ არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. თსსა და მგფ ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სტუდენტები შეადგენენ გადმოსახედი მოედნების ესკიზურ პროექტებს, რომელთაგან საუკეთესოების შერჩევა მოხდება სპეციალური კომისიის მეშვეობით. 15.05.2019 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე გაიმართა სტუდენტების მიერ საკონკურსოდ შექმნილი ესკიზების ექსპოზიცია, რომელსაც დაესწრნენ თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი ნოდარ ამაშუკელი, არქიტექტორი აკადემიის პროფესორი გიგა ბათიაშვილი, პროფესორ მასწავლებლები და ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელი ბატონი გიორგი კარტოზია. გამარჯვებული სტუდენტის პროექტს გამოავლენს ჯიური, რის შემდეგაც ფონდი ოფიციალურად დაასახელებს და ჯილდოს გადასცემს მათ. შერჩეული ესკიზური პროექტების ავტორი სტუდენტები ჩაერთვებიან გადმოსახედების მშენებლობის პროცესში და ამ სახით სტაჟირებას გაივლიან მუნიციპალური განვითარების ფონდში. ამით პროექტში ჩართულ სტუდენტებს ექნებათ საშუალება განვითარდნენ პროფესიულად და შეიძინონ სათანადო პრაქტიკული გამოცდილება.
шаблоны для dle 11.2