ENG


თინათინ კლდიაშვილი ესპანეთში, პალმაზე

21 / 05 / 2019

 

ერასმუსუს პროექტის ფარგლებში, 6-10 მაისის ჩათვლით ესპანეთში, პალმაზე მიწვეული იყო დიზაინის ფაკულტეტის დეკანი და ტექსტილის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი თინათინ კლდიაშვილი, რომელმაც Escola d'Art i Superior de Disseny de les Illes Balears-ს სტუდენტებთან ჩაატარა ვორქშოფები თემაზე "ტექსტილის როლი სამოდელო დიზაინში"

ვორქშოფის ძირითადი მიზანი იყო სტუდენტებს შეექმნათ უძველესი ტრადიციული მეთოდით თანამედროვე ტექსტილის პროდუქტი

ვორქშოფის პროგრამა ასე გადანაწილდა

1️⃣ დღე: პრეზენტაცია
2️⃣ დღე: მოცულობითი ფორმების შექმნა, აბრეშუმის ქაღალდისგან ქუდების დამზადება
3️⃣ დღე: ქალის ტანისამოსი, აქსესუარებისა და შარფების შექმნა
4️⃣ დღე: თექასთან მუშაობა
5️⃣ დღე: სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა

шаблоны для dle 11.2