ENG


მიხაი დრიშკუს ვიზიტი აკადემიაში

24 / 05 / 2019

 
რუმინეთის ქალაქ იაშის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მიხაი დრიშკუს ვიზიტი (თსსა არქიტექტურის ფაკულტეტი) 23.05.2019 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტს ეწვია Erasmus+ პროექტების ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტის ("Gheorghe Asachi" Technical University of Iași, Romania ) არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი მიხაი დრიშკუ. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა სამხატვრო აკადემიის რექტორ გიორგი გუგუშვილსა და არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანთან ნოდარ ამაშუკელთან. შეხვედრისას განიხილეს სამომავლო პროექტები სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გათვალისწინებით. არქიტექტურის ფაკულტეტის საკონფერენციო აუდიტორიაში გაიმართა პროფესორ მიხაი დრიშკუს პრეზენტაცია. სტუმარმა მოინახულა სამხატვრო აკადემიის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე რესტავრაციაში მყოფი შენობა.шаблоны для dle 11.2