ENG


2019 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსი

30 / 05 / 2019

 

ფონდი აცხადებს 2019 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსს

კონკურსის სახელწოდება

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა PHDF

კონკურსის მიზანი

ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება. წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა, ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირება და საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა. ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა.

დამატებითი ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ ბმულზე:

თსს აკადემიის დოქტორანტებს ინდივიდუალური კონსულტაციისა და დახმარებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ თსს აკადემიის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს.

საკონტაქტო პირი ქეთევან ცეცხლაძე

ელ-ფოსტა: Ketevan.tsetskhladze@art.edu.ge

მისამართი: ზუბალაშვილების ქუჩა 47, თსს აკადემიის სასწავლო შენობა. ოთახი 807.

шаблоны для dle 11.2